პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 22.05.2026ვინ ვართ ჩვენ?
www.mybudget.ge არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ შეადგინონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების საკუთარი ვერსია.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
ვებ გვერდი განკუთვნილია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, ვინც დაინტერესებულია ბიუჯეტის ხარჯებითა და სისტემის მოწყობით.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
- თქვენ მიერ www.mybudget.ge-ზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
- მომსახურების მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა და სხვ.);
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;
- ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
- თქვენს შესახებ ინფორმაციას ვიღებთ აგრეთვე საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.
რა სახის ინფორმაციას ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
მომსახურებით სარგებლობისას თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი მომსახურების მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, რომლებსაც Google ავტომატურად გვაძლევს ავტორიზაცია/რეგისტრაციისას;
მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;
IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), IMEI კოდი, აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა;
ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
მზა ჩანაწერები (Cookies)
ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით ვადგენთ ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობას, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელეთ წვდომა და რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. www.mybudget.ge-ს მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
- მომსახურების გასაწევად და გასაუმჯობესებლად;
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
- თქვენი მომსახურებანკის მიერ ავტომატური სესხის დამტკიცებისთვის;
- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
- სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;
- ახალი იდეებისა და მომსახურებების შესამოწმებლად;
- ჩვენი მომსახურების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
- მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
- ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
- მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს თქვენი თანხმობით www.mybudget.ge-ს მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას, რაც გულისხმობს, როგორც მოკლე ტექსტური, ასევე ელ. ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნას;
- თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
- www.mybudget.ge-ს ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:
- თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
- www.mybudget.ge ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
- მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს?
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- გარიგების მონაწილე მხარეებს;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
- მომსახურების პროვაიდერებს - მათ შორის და არამხოლოდ: კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), პირებს, რომლებიც გვიწევენ მარკეტინგულ მომსახურეობებს ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;
- ჩვენი ჯგუფის კომპანიებს;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
თქვენ უფლება გაქვთ
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ www.mybudget.ge-ში დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
- გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
- მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
- მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
მონაცემთა შენახვის ვადა
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში;
- ან ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
ცვლილებები
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
კავშირი ჩვენთან
დაგვიკავშირდით contact@mybudget.ge-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.